ახალშობილი, რომელმაც 5 დღე კანალიზაციის ჭაში გაატარა, ექიმებმა გადაარჩინეს (ვიდეო)

სიდნეიში გადაარჩინეს ახალშობილი, რომელიც 5 დღის განმავლობაში კანალიზაციის ჭაში იმყოფებოდა, – ამის შესახებ Daily Mail -ი იუწყება. ახალშობილის კივილი გამვლელმა ველოსიპედისტებმა გაიგეს. ბავშვი 3 მეტრის სიღრმეში საჭმლის და წყლის გარეშე სასწაულად გადარჩა. დედამ ახალშობილი 18 ნოემბერს – დაბადების მეორე დღეს მიატოვა. ბავშვი სამშობიაროდან წამოღებულ საბანში იყო შეხვეული. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ახალშობილის დედას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=iLB_gtkXYCQ” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები