ალასანია როლანდ ახალაიას და მის “ჯალათ შვილებს” გაურიგდა და ივანიშვილის ფული დახარჯა – ჯაველიძე

 

   აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ალასანიაზე სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ირაკლი ალასანიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფინანსებული საარჩევნო კამპანიიდან საეჭვოდ ბევრი ფული დახარჯა.
„ბიძინა ივანიშვილმა ალასანიას ურთულესი საარჩევნო უბანი არგუნა და ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარად წარადგინა! შესაბამისად, ყველაზე დიდი დაფინანსება სწორედ ალასანიას და მის შტაბს გამოუყვეს! მაგრამ ალასანია გაურიგდა როლანდ ახალაიას და მის ჯალათ შვილებს და ბიძინა ივანიშვილის მიერ საარჩევნოდ გამოყოფილი დიდი ფულიც საეჭვოდ დაიხარჯა! ასე, რომ საეჭვო ფინანსური მაქინაციები „ფულის მოტეხვა“ ალასანიას არა მხოლოდ ამ ბოლოდროინდელი ე.წ. „კაბელების“ საქმით, არამედ ჯერ კიდევ ზუგდიდის არჩევნებითაც უკავშირდება. ღარიბაშვილი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როდესაც ალასანია მოხსნა თავდაცვის მინისტრობიდან! ამით სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე გაანეიტრალა. ღარიბაშვილმა ოპერატიულად იმოქმედა და ხალხიც არ მივიდა „ნაცების“ აქციაზე. მე თუ მკითხავთ, ალასანია დასატუსაღებელია, გამოძიებამ ხელი არ უნდა დააფაროს ამ ვაჟბატონს და ის „კაბელკების“ საქმე სწორედ ალასანიას კორუმპირებულებამდე მივა“,- აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები