ლეგენდარული ჰოკეისტი ვიქტორ ტიხონოვი გარდაიცვალა (ვიდეო)

 

   მოსკოვში 84 წლის ასაკში ლეგენდარული ჰოკეისტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ ტიხონოვი გარდაიცვალა, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება. ცნობილია, რომ ტიხონოვი სკლიფოსოვსკის სახელობის ინსტიტუტის რეანიმაციაში გარდაიცვალა. ტიხონოვი ჰოსპიტალიზებული ოქტომბრის ბოლოს იყო. ლეგენდარულ სპორტსმენსა და მწვრთნელს გულის პრობლემები ჰქონდა.
ჰოკეის კლუბი „ცსკა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და საკუთარ თავზე იღებს ყველა საკითხის მოგვარებას, რომლებიც დაკრძალვის ორგანიზებასთანაა დაკავშირებული.
ვიქტორ ტიხონოვს 84 წელი ივნისში შეუსრულდა. ოლიმპიური ოქრო მან 3 ჯერ მოიგო – 1984, 1988 და 1992 წლებში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში მოთამაშის სახით, საერთო ჯამში, ტიხონოვმა 296 მატჩი ჩაატარა და გაიტანა 35 შაიბა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=XJKFGlCKkPQ” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები