რადამ დოკუმენტების პაკეტი მიიღო, რომლითაც უკრაინაში კრიზისი უნდა დასრულდეს
რადამ მიიღო დოკუმენტების პაკეტი, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინაში კრიზისი უნდა დასრულდეს, დოკუმენტში ცალსახად აღნიშნულია, რომ უშიშროების საბჭოს ანტიტერორისტული ოპერაციის ჩატარება ეკრძალება. როგორც ცნობილია, უშიშროების საბჭოს მდივანმა ძალოვან უწყებებთან ერთად ქვეყნის მასშტაბით ანტიტერორისტული ოპერაციის დაწყების შესახებ 19 თებერვალს განაცხადა. რადას გადაწყვეტილებით, შეირაღებული დანაყოფები ყაზარმებში უნდა დაბრუნდნენ, ხალხის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება იკრძალება, მოქალაქეთა დაღუპვისა და დაშავების ფაქტების გამოძიება უნდა წარიმართოს, დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სახელმწიფო უნდა დაეხმაროს, უნდა გათავისუფლდნენ პროტესტის მონაწილეები და მათ მიმართ დევნა შეწყდეს, უნდა მოიხსნას სატრანსპორტო ბლოკადა.
რადას დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება მხოლოდ პარლამენტს აქვს.