ელიზბარ ჯაველიძე: სააკაშვილი მოკვდა!

აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე პროკურატურას მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის საერთაშორისო ძებნის გამოცხადებას ითხოვს. როგორც ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად უკვე გარდაიცვალა და ის პოლიტიკური გვამია.
„სააკაშვილის რომ ჰკითხო, დღესაც საქართველოს პრეზიდენტია! ყველაზე ბევრი, 15 ნოემბრის აქციაზე 8 ათასი კაცი იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, უამრავი ფულის ხარჯვით და მოსყდვით, 8 ათას კაცს რომ ძლივს შეკრებავ და საქართველოს გადარჩენის პრეტენზია რომ გაქვს კიდევ სამკურნალო ხარ, აბა ვინ ხარ, შე უბედურო. მორჩა, ეგ ვეღარ წამოდგება სამარედან! სააკაშვილი მოკვდა! ღმერთმა აშოროს ფიზიკური სიკვდილი არ მინდა, მაგრამ პოლიტიკურად, ნამდვილი გვამია! ახლა, რაც არ უნდა იყვიროს და იწივლოს უცხოეთიდან, აღარაფერი ეშველება! ისე, დროა, პროკურატურამ სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს!”, – აცხადებს ელიზბარ ჯაველიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები