უკრაინის ელჩი აშშ-ში: მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და ევროპულ მომავალს
უკრაინის ელჩი აშშ-ში განაცხადებას ავრცელებს, რომელსაც ხელს დიპლომატები აწერენ და სადაც ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და ევროპულ მომავალს. ალექსანდრე მოციკი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგან.
„არ შეიძლება დუმდე, როცა შენი სამშობლო ცეცხლის ალშია გახვეული, ხალხი ქუჩებში ტყვიებისგან იხოცება, ქვეყანა შოკირებულია, ყველგან გამეფებულია ტკივილი და ტრაგედია. არსებობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოს რღვევის რეალური საფრთხე.
ჩვენ გამოვხატავთ ღრმა მწუხარებას და ვიზიარებთ გარდაცვლილთა ოჯახების ტრაგედიას,” – ნათქვამია უკრაინის და აშშ საელჩოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ ჩვენ ჩვენი ქვეყნის გვერდში ვართ, მისი ღირსეული, ევროპული მომავლის გვჯერა. ამ ტრაგიკულ სიტუაციაში სიბრძნემ უნდა გაიმარჯვოს. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ძმათა შორის სისხლისღვრა“ , – განაცხადეს დიპლომატებმა.
განცხადებას ხელს უკრაინის ელჩი აშშ-ში ალექსანდრე მოციკი და 30-ზე მეტი დიპლომატი აწერს.