გოგა ონიანს და ნიკა მელიას 26 მაისის აქციის მონაწილეების მკვლელობაში ადანაშაულებენ

2011 წლის 26 მაისს პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის მონაწილეების – სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის მკვლელობაში გოგა ონიანს და ნიკა მელიას ადანაშაულებენ.
სკანდალური ინფორმაცია “კვირას“თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ტრისტან წითელაშვილმა მიაწოდა.
წითელაშვილის თქმით, მას 26 მაისის მოვლენების მონაწილეები დაუკავშირდნენ და განაცხადეს, რომ პირადად ხედავდნენ, თუ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს ნიკა მელია, გოგა ონიანი და სხვა პირები.
თვითმხილველების მტკიცებით, სწორედ მელიამ და ონიანმა მიიყვანეს სიკვდილამდე აქციის 2 მონაწილე, შემდეგ კი მაშინდელი ხელისუფლების ლიდერებმა დადგეს სცენარი, რომ ასათიანი და კვინტრაძე „თავისუფლების მეტროსთან“ მდებარე ერთ-ერთი მარკეტის სახურავზე აქციის დაშლისას აძვრნენ, სადაც ისინი ელ. გადამცემ ხაზს შეეხნენ და გარდაიცვალნენ.
წითელაშვილის თქმით, თვითმხილველები ამ დრომდე მხოლოდ იმიტომ დუმდნენ, რომ სააკაშვილის რეჟიმის მკაცრი ანგარიშსწორების ეშინოდათ. თავდაცვის ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, თვითმხილველები მზად არიან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემთხვევაში პროკურატურასთან ითანამშრომლონ და დეტალურად აღწერონ, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალა 26 მაისის 2 მონაწილე.50b50072a72cc9493b39c6d4aaeb3af2
“არსებობენ თვითმხილველები, რომლებმაც პირადად დაინახეს, თუ როგორ სცემდნენ ნიკა მელია, გოგა ონიანი და სხვა ნაცზონდერები აქციის მონაწილეებს. სწორედ მათ მიიყვანეს სიკვდილის პირას სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძე. მეც და თვითმხილველებიც მოვითხოვთ, პროკურატურა ამ ინფორმაციით დაინტერესდეს, თვითმხილველები მზად არიან უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემთხვევაში დეტალურად ისაუბრონ იმაზე, თუ როგორ მიიყვანეს სიკვდილამდე მელიამ და ონიანმა აქციის 2 მონაწილე. არსებობს კადრები, თუ როგორ არბევენ ონიანი, მელია და მათი თანამზრახველები აქციის მონაწილეებს“,-განუცხადა “კვირას“ ტრისტან წითელაშვილმა.
ნიკა კვინტრაძე 25 მაისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილეობდა, აქციის დაშლის შემდეგ კი დაიკარგა. ნიკა კვინტრაძე აქციის კიდევ ერთ მონაწილესთან -სულიკო ასათიანთან ერთად 27 მაისს, სამხედრო აღლუმის მეორე დღეს თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ–ერთი მაღაზიის სახურავზე გარდაცვლილი იპოვეს. მაშინ სამართალდამცველები ამტკიცებდნენ, რომ ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი სახურავზე აქციის დაშლისას აძვრნენ, სადაც ისინი ელექტროგადამცემ ხაზს შეეხნენ და გარდაიცვალნენ. ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, 2011 წლის 26 მაისის მოვლენებზე გამოძიება ხელმეორედ დაიწყო. 2014 წლის ოქტომბერში 26 მაისის ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ძალადობის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. განაჩენით დადასტურდა, რომ 2011 წლის 26 მაისს ივანე მერაბიშვილის ბრძანებით ჩატარებული ოპერაცია იყო უკანონო და მისი მიზანი იყო არა მიტინგის დაშლა, არამედ იმ მშვიდობიანი მომიტინგეების დასჯა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე განსხვავებული აზრის გამოსახატად შეიკრიბნენ. სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებმაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურეს ყოფილი შს მინისტრის ბრალეულობა. ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლითა და 6 თვის ვადით. ამნისტიის შესახებ კანონით მას შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვის ვადით. სააპელაციო სასამართლომ მერაბიშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები