ქართველი მეცნიერის წამალი, რომელიც კიბოთი დაავადებულებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს

    ჰომეოპათიის  საერთაშორისო ლიგის  წევრის  კახა საბახტარაშვილის თქმით, სულ მალე ხელმისაწვდომი გახდება პრეპარატი, რომელიც უძლიერესი იმუნომოდულატორი,  ანთების საწინააღმდეგო  უძლიერესი წამალია. ეს იქნება  არა კიბოს სამკურნალო პრეპარატი, არამედ წამალი, რომელიც ყველა შემთხვევაში გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს კიბოთი დაავადებულ ადამიანს.
ამის შესახებ საბახტარაშვილი “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

–  ამ დღეებშიპირველი არხზეგავიდა სენსაციური ფილმისაიდუმლო მედიცინა“, სადაც თქვენც მონაწილეობდით. ჩვენს მკითხველს უთხარით, რა საიდუმლო მედიცინაზეა საუბარი?
– გასული საუკუნის 80-იან წლებში, არა მარტო ყოფილ საბჭოთა კავშირში, მთელ მსოფლიოში ნომერ პირველი პრეპარატი, რომელზეც უამრავი წერილი დაიწერა, იყო ალექსანდრე გაჩეჩილაძის მიერ შექმნილი პრეპარატი “კატრექსი”, რომელიც მზადდებოდა შავი ზღვის ზვიგენის, კატრანის ღვიძლისგან. “კატრექსის” თემა ჩემთვის ნაცნობი გახდა 1986 წელს, როცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე და პარალელურად ვმუშაობდი იმდროინდელი “რესპუბლიკური საავადმყოფოს” ნევროლოგიურ განყოფილებაში. ამ პერიოდში გაზეთ “კომუნისტში” გამოქვეყნდა ონკოცენტრის დირექტორის, აკადემიკოს ლუარსაბ შარაშიძის წერილი, სადაც მიწასთან იყო გასწორებული პრეპარატი “კატრექსი” და მისი ავტორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსანდრე გაჩეჩილაძე. ონკოლოგია მანამდეც მაინტერესებდა, დამებადა კითხვა და ჩემთვის ვფიქრობდი, ესაა კაცი, რომლის სახელიც არავინ იცის, არც ამ “კატრექსის” შესახებ არავინ არაფერი ვიცით, არადა ამ უზარმაზარ სტატიაში გამოყვანილი იყო გაჩეჩილაძე, როგორც შარლატანი.
და რატომ დაუთმოკომუნისტმაამ თემას ამხელა ადგილი?
– მეც დამაინტერესა, რატომ მოიცალა ამხელა გაზეთმა და ამხელა ონკოლოგმა ვიღაც გაჩეჩილაძისთვის. ჩემი ლოგიკით შარლატანისთვის ასეთ დიდ მეცნიერს ყურადღება არ უნდა მიექცია და საქმე უფრო რთულად იყო, ანუ საქმე გვქონდა მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენასთან, რომელსაც შეეძლო მთლიანად შეეცვალა შეხედულება სიმსივნის შესახებ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, პირადად მივედი და გავიცანი გაჩეჩილაძე. ის აღმოჩნდა არაჩვეულებრივი პიროვნება.
სად შეხვდით?
– ანტონოვსკაიას ქუჩაზე იყო ცეკავშირის ინსტიტუტი, რომლის სარდაფშიც საშინელ, კუსტარულ პირობებში მუშაობდა ეს გენიოსი სულ ოთხი თანამშრომლით. აი, აქ მზადდებოდა პრეპარატი “კატრექსი”. რომელიც, როგორც გითხარით, არის შავი ზღვის ზვიგენის კატრანის ღვიძლის გამონაწვლილი, ანუ ღვიძლისგან მიღებულ პრეპარატი. მან მიამბო, რატომ დაიწყო ამ ზვიგენის ღვიძლზე მუშაობა: საქმე ის არის, რომ დაახლოებით 40-50-იან წლებში ჯერ კიდევ არ იყო აკრძალული ატომური იარაღის გამოცდა წყალქვეშ.
მარშალის კუნძულებთან ამერიკელებმა წყალქვეშ გამოსცადეს წყალბადის ბომბი და მოხდა საოცრება, გამოცდის ადგილას ოკეანეში აბსოლუტურად ყველა არსება გაწყდა, მაგრამ ზვიგენზე არანაირ რადიაციას არ უმოქმედია. აღმოჩნდა, რომ ეს ინფორმაცია რომელიღაცა სამეცნიერო ჟურნალში ამოიკითხა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ და დაიწყო კვლევა, ზვიგენის ორგანიზმში რა ისეთი საიდუმლო იმალება და რატომ უძლებს ზვიგენი ამხელა რადიაციას. უფრო მეტიც, ზვიგენი პრაქტიკულად არანაირი დაავადებით არ ავადდება. მას არ ემართება არც ანთება, არც კიბო, ესაა არსება, რომელმაც გაუძლო საუკუნეებს და საუბარია აბსოლუტურად ყველა სახეობის ზვიგენზე. გაჩეჩილაძემ კვლევა დაიწყო ფოთში, მან დაარწმუნა მაშინდელი მთავრობა და მას გამოუყვეს კუნძული, მიამაგრეს თევზსაჭერი სეინერი და ეს სეინერი სწორედ ამ კატრანს იჭერდა. უნდა ვთქვა, რომ კატრანი არის ერთადერთი ზვიგენი, რომელიც შავ ზღვაში მოიპოვება. შემდეგ ხდებოდა ღვიძლის დამუშავება, მაგრამ შემდგომში ყველა კვლევა, რომელსაც გაჩეჩილაძე აწარმოებდა კატრანზე, საბჭოთა კავშირის უშიშროების მეთვალყურეობის ქვეშ მოექცა. ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩვენ დაახლოებით ხუთი საათი ვისაუბრეთ, შევთანხმდით – მე როგორც ექიმი და ის, როგორც ბიოლოგი, ერთობლივად ვიმუშავებდით პროექტზე, რომელიც “კატრექსის” თვისებების შესწავლას მიეძღვნებოდა და მე როგორც ექიმი, შევისწავლიდი პაციენტს, რომელიც მივიდოდა მასთან, მნიშვნელობა არა აქვს პაციენტი დაავადებული იყო სიმსივნით, მასტოპათიით, თუ სხვადასხვა ანთებით. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩავუტარებდი ყველანაირ გამოკვლევას. ამ პაციენტს ექნებოდა დადასტურებული დიაგნოზი, ამის შემდეგ გაჩეჩილაძე შეურჩევდა მას, რამდენი ნემსი ჰქონდა პაციენტს გასაკეთებელი, მაშინ “კატრექსი” გამოდიოდა ინექციის სახით. აქვე ვიტყვი, რომ გაჩეჩილაძე ამ წამალში ფულს არ იღებდა, ორი თვის შემდეგ მე შევისწავლიდი ამ პაციენტს ხელახლა, თუ რა შეიცვალა. ასე გრძელდებოდა დაახლოებით ორი წლის მანძილზე. პრაქტიკულად, დამიგროვდა დოკუმენტურად დადასტურებული მასალები “კატრექსის” თვისებების შესახებ და პრეპარატს აღმოაჩნდა გასაოცარი იმუნომოდულატორული თვისებები.
როცა გაჩეჩილაძე გაიცანით, მან უკვე იცოდა, რა პრეპარატი ჰქონდა ხელთ?
– აბსოლუტურად, მაგრამ მას არ ჰქონდა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია, ეს იყო ამ პრეპარატის ნაკლი. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, დაახლოებით ბოლო 20-25 წლის მანძილზე მსოფლიოში არ შექმნილა “კატრექსის” ანალოგი პრეპარატი, რომელსაც შეუძლია სამ დღეში ანთების ლიკვიდაცია და სადაც დღევანდელი თანამედროვე ანტიბიოტიკები უძლურნი არიან. მე ვნახე გასაოცარი შედეგები ქრონიკულ პროსტატიტებზე, მასტოპათიებზე, გამიჭირდება დაავადების თქმა, რომელზეც “კატრექსი” არ მოქმედებდა.
რაც შეეხება ონკოლოგიურ პაციენტებს?
– პრეპარატი მუშაობდა აბსოლუტურად ყველა სტადიაზე, მაგრამ სწორად უნდა გამიგოთ, “კატრექსი” არაა პრეპარატი, რომელმაც კიბო მოარჩინა. როცა საუბარია სიმსივნურ დაავადებებზე, შემიძლია ვთქვა, რომ “კატრექსი” სიცოცხლეს ახანგრძლივებდა ყველა სტადიაში! მინახავს გადადებული პაციენტები, რომლებსაც ნარკოტიკებიც კი აღარ შველოდათ ტკივილების მოხსნაზე და “კატრექსის” ფონზე მათ უკვე ნარკოტიკი აღარ სჭირდებოდათ.
მე შემიძლია ვთქვა, რომ “კატრექსი” დაავადებას არჩენდა პირველ-მეორეზე, ხშირ შემთხვევაში მე-3 სტადიაზე, მეოთხეზე მხოლოდ სიცოცხლეს ახანგრძლივებდა. თქვენი გაზეთისთვის მინდა ექსკლუზიურად ვთქვა და უკვე მაქვს ამ ინფორმაციების გამხელის უფლება: “კატრექსს” იღებდნენ პოლიტბიუროს წევრებიც, მათ შორის ლეონიდ ბრეჟნევიც, რომელიც დიდი პატივისმცემელი იყო ალტერნატიული მედიცინის. ჩვენთან მოსკოვიდან ჩამოდიოდნენ მაღალი აღნაგობის ჯეელები, საკმაოდ მაღალი სამხედრო წოდებებით და მიჰქონდათ “კატრექსი”, გაჩეჩილაძე მავალებდა, მათთვის საგანგებო ყურადღება მიმექცია. ჩემთვის ცნობილია, კრემლის ბინადრების აბსოლუტურად ყველა დიაგნოზი, მაგრამ ამის თქმის უფლება არ მქონდა.
ახლა მაინც მითხარით, ვის რა სჭირდა?
– ამას შემდგომ წერილში გეტყვით. თავად ბრეჟნევს კიბო არ ჰქონია, ბრეჟნევი იღებდა “კატრექსს”, როგორც სტიმულატორს. თუ გახსოვთ, ჩვენს ბავშვობაში იყო პერიოდები, როცა ბრეჟნევი კვდებოდა, ცოტა ხანს არ აჩვენებდნენ და მერე ჩნდებოდა ენერგიული და ეს იყო “კატრექსი”! თავიდან კრემლი დაინტერესებული იყო, “კატრექსის” წარმოებას ხელი შეწყობოდა. მაგრამ არსებობდა საბჭოთა კავშირის მედიცინის აკადემია, რომლის პრეზიდენტიც იყო ნიკალაი ბლოხინი, საბჭოთა კავშირის მთავარი ონკოლოგი, სწორედ მან დანერგა პირველად ქიმიოთერაპია. სწორედ ბლოხინი გახდა გაჩეჩილაძის პირადი მტერი, რადგანაც “კატრექსის” კონცეფცია წინააღმდეგობაში მოდიოდა იმასთან, რაც ბლოხინს ჰქონდა მანამდე დანერგილი და თავდაყირა აყენებდა ამ კონცეფციას. მე მახსოვს ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომელსაც ასევე ექსკლუზიურად მოგაწვდით: “კატრექსის” შესახებ ინფორმაცია რომ გაცხადდა, თბილისში ჩამოვიდა დაახლოებით 50 ათასი ავადმყოფი, მთელი საბჭოთა კავშირიდან და უცხოეთიდანაც, ამ დროს მოსკოვიდან ონკოლოგების კომისია ჩამოვიდა ბლოხინის დავალებით. კომისიის თავმჯდომარე არის ბორის ტრაპეზნიკოვი, ისიც აკადემიკოსი და ბლოხინის მოადგილე. სხდომა დაინიშნა თბილისის ონკოცენტრში და კომისიას უნდა დაედო დასკვნა, როგორ მოქმედებდა “კატრექსი” ავადმყოფზე, ამ პაციენტების შერჩევაში მეც ვმონაწილეობდი და სპეციალურად შევარჩიე ორი ისეთი პაციენტი, რომელიც პირდაპირ განკურნებული იყო სიმსივნისგან, ხოლო ამ ორ ადამიანს დიაგნოზი დაუსვა თავის დროზე სწორედ ტრაპეზნიკოვმა.
წარმოიდგინეთ, მიმდინარეობს განხილვა, მახსოვს, განკურნებულ ხალხზე როგორ იქნევდა ტრაპეზნიკოვი თავს და აცხადებდა, რომ, ალბათ, შეცდომა იყო დიაგნოზშიო. ამ დროს პაციენტები ამბობდნენ, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ ეს დაავადება და, რომ ისინი ნამდვილად განიკურნენ. ტრაპეზნიკოვი კი ამას უარყოფდა. ბოლოს წინ დავუდე იმ ორი პაციენტის საქმე, დახედა დიაგნოზს და პაციენტებს ეუბნებოდა, თქვენ კიბო არ გჭირდათო. თან დაამატა, ეტყობა, ეს იყო არაკვალიფიციური ონკოლოგის მიერ დასმული დიაგნოზიო. ამ დროს ხელში აქვს იმ პაციენტის ისტორია, რომელსაც ქვემოთ მისი გვარი აწერია, ანუ სწორედ მან დაუსვა დიაგნოზი ავადმყოფს სიმსივნის შესახებ და ეს იყო ფურორი. მახსოვს, ენა ჩაუვარდა და გაჩუმდა. მერე ძალა მოიკრიბა და თქვა, ხდება ხოლმე, რომ თვითგანკურნებას აქვს ადგილიო. თურმე კიბოს თვითგანკურნებაც შესაძლებელი ყოფილა (ეცინება)!
გაჩეჩილაძეს ჰყავდა მოწინააღმდეგეები არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ უცხოეთშიც. ის ამერიკაში მიიწვიეს ლექციებისთვის, იქაც საკმაოდ აქტუალური იყო რადიაციასთან ბრძოლის საკითხი. თან ნუ დაგავიწყდებათ, ეს არის 1986 წელი, ახალი მომხდარია ჩერნობილის ტრაგედია. გაჩეჩილაძემ წაიკითხა ლექციების კურსი ამერიკაში, გადის ცოტა ხანი და ამერიკელებმა შექმნეს მედიკამენტი “ზვიგენის ხრტილი”, რომელიც დღესაც დიდი წარმატებით იყიდება მთელ მსოფლიოში. ასევე მოხდა იაპონიის შემთხვევაშიც, მაგრამ ეს პრეპარატები არის “კატრექსის” ძალიან ცუდი გადამღერება. ექსკლუზიურად ვიტყვი კიდევ შემდეგ ფაქტს, გაჩეჩილაძის დავალებით ხშირად მიხდებოდა უკრაინაში ვიზიტი, იქ იყო კავიცკის სახელობის ონკოლოგიური კლინიკა, ესეც ნახევრად გასაიდუმლოებული კლინიკა იყო, სადაც მიდიოდა კვლევა “ცე” ჰეპატიტზე, შიდსზე, სიმსივნეზე, აქედან გარკვეული დაცვის თანხლებით ჩამქონდა “კატრექსი”, რადგანაც უშუალოდ ჩერნობილის დაავადებულებს ვშველოდით. ეს არსად არ თქმულა, პირველად თქვენ გეტყვით: ამ რადიაციულად დაავადებული ადამიანებისთვის საქართველოდან 600 ტონა საფერავი იქნა გაგზავნილი. აღმოჩნდა, რომ ღვინო “საფერავს” აქვს ანტირადიაციული, უნიკალური თვისება. რადიაციის დროს, ძვლებში გროვდება რადიაციული სტრონციუმი, რომელიც იწვევს ძვლის შლას და სიმსივნურ დაავადებას. აღმოჩნდა, რომ საფერავის ფორმულა ძალზე ახლოსაა სისხლის ჰემოგლობინთან და სწორედ საფერავი რეცხავს ძვლებიდან სტრონციუმს!!! სხვათა შორის, იქ მე დავესწარი ძალიან საინტერესო ცდებს, იმ დროს ამას ახსნა არ ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ არა მარტო ზვიგენი, არამედ ნიანგიც არანაირ დაავადებას არ იკარებს. არის ე.წ. “პეტრეს ფინჯანი”, სადაც ათავსებდნენ “ცე” ჰეპატიტის, ასევე სიმსივნურ ქსოვილსაც და ამას აწვეთებდნენ ერთ წვეთ ნიანგის სისხლს. ხდებოდა საოცარი რამ, აბსოლუტურად ყველა ვირუსი იღუპებოდა, მაგრამ ეს არ მოქმედებდა ჯანსაღ ქსოვილებზე. მაშინ ამას ახსნა არ მიეცა, მაგრამ მე თვითონ ვიკვლევ ამას 20 წლის მანძილზე და დავასკვენი, ჯერ კიდევ გაჩეჩილაძეს ჰქონდა ასეთი კონცეფცია, რომელიც თავის დროზე იყო გასაიდუმლოებული და ახლა ამის თქმის უფლება მაქვს, თუ რა პირობებში ვითარდება სიმსივნე: სიმსივნე რომ განვითარდეს, სამი პირობაა საჭირო, ეს დაავადება ვითარდება ტუტე გარემოში, მეორე პირობაა – უჟანგბადობა და მესამე – გლუკოზის მიწოდება. ანუ სიმსივნეს უყვარს შაქარი.
არის თუ არა შესაძლებელი სიმსივნის საბოლოოდ დამარცხება?
– რა თქმა უნდა, სიმსივნის დამარცხება შეიძლება! თუ სიმსივნის გარშემო არსებულ ტუტე რეაქციას გავანეიტრალებთ მჟავე რეაქციის მქონე სამკურნალო საშუალებით, დაავადება იკურნება! ამ დროს ნიანგის სისხლი სწორედ მჟავე რეაქციის მატარებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, ნიანგის სისხლი მანქანის აკუმულატორზე უფრო მჟავეა და ერთი წვეთიც რომ დაგეცეთ, კაბას ამოგწვავთ. “კატრექსიც”, რომელიც ღვიძლისგან მზადდება, სწორედ ამ პრინციპზეა შექმნილი. აქვე ვიტყვი, რომ უახლოეს პერიოდში, როცა სპეციალურ ექსპერიმენტული კვლევებს გაივლის, უკრაინაში ჩემს მიერ ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მალე დავაპატენტებ ალექსანდრე გაჩეჩილაძის შრომებზე დაყრდნობით შექმნილი ორგანიზმის მჟავე ტუტოვანი რეაქციის მარეგულირებელი ანთების საწინააღმდეგო ანტივირუსულ და იმუნომასტიმულირებელ პრეპარატს და ისე, როგორც ჩემ მიერ აქამდე დაპატენტებული “გულის ელექსირი”, ისიც ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისთვის. მაგრამ ეს მხოლოდ სიმსივნესთან ბრძოლის ერთი მხარეა, აუცილებლად მიმაჩნია “კატრექსის” აღორძინება.
გვაქვს ამის საშუალება?
– საბედნიეროდ, გაჩეჩილაძის შრომების დიდი ნაწილი ჩემთანაა. გაჩეჩილაძეს დარჩა არაჩვეულებრივი მეუღლე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დოდო ბარამიძე, თავის დროზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ერთად მუშაობდნენ “კატრექსის” თემაზე და გვაქვს განზრახვა, რომ “კატრექსის” ძველი ფორმულის საფუძველზე შეიქმნას გაუმჯობესებული ფორმულა, ეს იქნება “კატრექს-პლუსი”, რომელიც საბოლოოდ დაამარცხებს კიბოს.
თქვენ გარდა, კიდევ ვინ იცის ფორმულა?
– მოდით, ამ თემას საიდუმლოდ დავტოვებ…
და ეს რეალურია, რომ საქართველოში დაიწყოსკატრექსისწარმოება?
– ეს არის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საკითხი, გვექნება პრეპარატი, რომელიც იქნება უძლიერესი იმუნომოდულატორი, უძლიერესი ანთების საწინააღმდეგო, პრეპარატი, რომელსაც გვერდითი მოვლენები არა აქვს და მე ვიტყოდი, რომ ეს იქნება არა კიბოს წამალი, არამედ პრეპარატი, რომელიც ყველა შემთხვევაში გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს კიბოთი დაავადებულ ადამიანს. “კატრექსის” წარმოება დღეს შეწყვეტილია და აქ მარტო ჩემი და გაჩეჩილაძის ოჯახის მონდომება არაფერია, აქ უნდა იყოს სახელმწიფოებრივი დონის მიდგომა…
ანუ ფორმულა არსებობს და ახლა უკვე სახელმწიფოზეა ყველაფერი?
– კი.
ამისთვის საჭიროა დიდი ლაბორატორია და დიდი ძალა?
– აქ საჭიროა ფინანსები, რადგანაც “კატრექსს” შენახვის ვადა ჰქონდა 10 დღე, ჩვენ დაგვჭირდება ფიზიკოსების, ბიოლოგების, ფარმაცევტების მუშაობა, რომ “კატრექსმა” თან ეფექტი არ დაკარგოს და შენახვის ვადა გაუხანგრძლივდეს. ვიმეორებ, ესაა მსოფლიო მიღწევა მედიცინაში!!

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები