თურქეთიდან უვარგისი მარილი შემოვიდა – საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს

თურქეთიდან შემოსული უვარგისი 26 280 კგ. მარილი საქართველოდან ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს ქუთაისის განყოფილებაში, კომპანიის მიერ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული იყო თურქეთიდან შემოსული 26 280 კგ. მარილი.
როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, დეკლარაციას განესაზღვრა წითელი დერეფანი. სსიპ “ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს” მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული საქონელი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. კერძოდ, მარილის ტენიანობამ, ნაცვლად დასაშვები ერთი პროცენტისა, 3,4 პროცენტი შეადგინა. კომპანიის განცხადების საფუძველზე, საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები