სახალხო დამცველმა შიდა ქართლის რეგიონში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლები და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი მოინახულა

18 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, შიდა ქართლის რეგიონში მდებარე მცირე საოჯახო ტიპის სახლები, ასევე დედათა და ბავშვთა თავშესაფარი მოინახულა, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებს, თავშესაფრის ბენეფიციარებს შეხვდა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დაწესებულებების წარმომადგენლებთან, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგთან საუბრისას სახალხო დამცველი ბავშვის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათ ბიოლოგიურ ოჯახთან ურთიერთობის, არაფორმალური განათლებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების მნიშვნელობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი კვლავ განაგრძობს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების და თავშესაფრის ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათი მხარდამჭერი სერვისებისა და მათთან მომუშავე თითოეული პროფესიონალის უმნიშვნელოვანესი როლის გათვალისწინებით, აუცილებელია არსებული, მათ შორის, პრევენციული სერვისების გაძლიერება და დამატებითი სერვისების დანერგვა, რაც გადამწყვეტია მათი უფლებების დაცვისა და რეალიზებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები