ოთარ კახიძე: სააკაშვილის პირადი ოპერატორი დაკითხვაზე აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაიბარეს

ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, სააკაშვილის პირადი ოპერატორი დაკითხვაზე აგვისტოს ომის თემატიკასთან დაკავშირებით არის დაბარებული. დავით შავშიშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე ადვოკატთან ერთად უკვე შევიდა. „მე ვესაუბრე გამომძიებელს და მან განმარტა, რომ გამოძიება მიმდინარეობს გენოციდის და ჰუმანიტარული სამართლის საერთაშორისო ნორმების დარღვევის მუხლით და საქმე ეხება აგვისტოს ომის თემატიკას. ჩემთვის ეს მოულოდნელი სიურპრიზი არ ყოფილა. ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას და ეძებს ქართული მხარის დანაშაულს აგვისტოს ომში, ვინაიდან ჩვენი ახლანდელი ხელისუფლება საქართველოს წინა მთავრობას ომის გაჩაღებაში ადანაშაულებს“, – განაცხადა კახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები