საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკრაინელ კოლეგას შეხვდა

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი უკრაინელ კოლეგას, გერმან გალუშჩენკოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მალტაში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

„ხაზი გაესვა იუსტიციის სფეროში რეფორმების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები