თინათინ რუხაძე საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს – მაკსატ მამიტკანოვს შეხვდა

საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან მაკსატ მამიტკანოვთან.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს კულტურის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები; მათ შორის, საუბარი შეეხო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას. მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მასთან შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე, საქართველოში ყირგიზეთის საელჩოს მრჩეველი ასილბეკ ისაევი და აზიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს მრჩეველი ნიკოლოზ ჩალოევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები