კოდორის ხეობაში გერმანელი დამკვირვებლის გატაცების უკან ემზარ კვიციანი იდგა – კახა თარგამაძე

„ემზარ კვიციანი კოდორის ხეობაში იყო როგორც მეფე, ხელშეუხებელი პერსონა“, – აცხადებს შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ყოფილი მინისტრი ინტერვიუში კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილ რწმუნებულის ემზარ კვიციანის მიმართ სხვადასხვა ბრალდებებზე საუბრობს. კახა თარგამაძის ინფორმაციით, კოდორის ხეობაში გერმანელი დამკვირვებლის გატაცების უკან სწორედ ემზარ კვიციანი იდგა. „რა დააშავა და ჯერ იყო აფხაზეთის მთავრობა გაიტაცა და მთელი მთავრობა სცემეს კოდორის ხეობაში. შინაგანი ჯარი ავიყვანეთ და რაღაც პროვოკაციები და სისულეები მოგვიწყო იქ, თორემ სააკაშვილთან ურთიერთობაში, ხომ გეუბნებით არ შეიძლება კაცი მტყუანი იყოს, რადგან მიშას მსგავსი ნაძირალა ამ ქვეყნად არ შემხვედრია. ახლა რომ მოვიტყუო და ემზარ კვიციანი ვაქო, ჩემი სინდისის წინაშე არ ვიქნები მართალი, არც ის მინდა სააკაშვილის წისქვილზე დავასხა წყალი. ისე ერთს გეტყვით, ემზარ კვიციანის „კლიჩკა“ არის „ბაბაჯო“, შევარდნაძეს იმდენი ცოდვა აქვს ჩადენილი, ღმერთმა აცხონოს, მაგრამ რაც ედუარდს აფხაზეთში დაემართა, იმის შემდეგ იყო შეშინებული და სულ ფრთხილობდა, სადმე ტყვია არ გავარდნილიყო. ემზარ კვიციანი ამით სარგებლობდა და კოდორის ხეობაში იყო როგორც მეფე, ხელშეუხებელი პერსონა. ასპროცენტიანი სიზუსტით გეუბნებით, რომ კოდორის ხეობაში გერმანელი დამკვირვებლის გატაცების უკან სწორედ ემზარ კვიციანი იდგა“, – ამბობს კახა თარგამაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები