ევროსაბჭოს სანქციის საფუძველზე უკრაინაში იარაღის ექსპორტი აიკრძალა
ევროსაბჭომ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მიიღო გადაწყვეტილება და უკრაინას სანქციები დაუწესა. ამ შემთხევაში საუბარია იარაღის ექსპორტზე, რომელიც მშვიდოებიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული. ამავე სანქციის თანახმად, ლიცენზია შეუჩერდა ყველა ევროპულ იარღის მწარმოებელ კომპანიას, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ მივმართავთ წერტილოვან სანქციებს და მოვუწოდებთ ევროპულ კომპანიებს შეწყვიტონ იარაღის ექსპორტი უკრაინაში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა მთავრობასთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან. ჩვენ კონფლიქტის დარეგულირების გრძელვადიან გეგმაზე ვმუშაობთ, რომელშიც ყველა მონაწილე მხარეა ჩართული“, – განცხადა კეტრინ ეშტონმა.