როგორი ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურის ვარდნაა მოსალოდნელი.
როგორც “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში ხვალ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 11 გრადუსს, ხოლო აღმოსავლეთში 5 გრადუსს მიაღწევს. მისვე ინფორმაციით, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე აღმოსავლეთის ქარი გაძლიერდება, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექის სახით თოვა, ცაკელულ რაიონებში კი წვიმაა მოსალოდნელი. რაც შეეხება თბილისს, გვაზავას თქმით, დედაქალაქის შემოგარენში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები თბილისში უახლოეს დღეებში თოვას არ პროგნოზირებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები