სააკაშვილმა ჟვანია შავნაბადაზე მოკლა, ექსპერტიზის გასაყალბებლად მას ორგანოები ამოაცალეს – ლალი ანთია

ზურაბ ჟვანიას ერთ-ერთი მეგობრის, ლალი ანთიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ჟვანია შავნაბადაზე მოკლა! აღნიშნულ განცხადებას ანთია „ასავალ დასავალთან“ აკეთებს.
მისივე განმარტებით, ბოკერიამ, სააკაშვილმა, ბარამიძემ , მაჭავარიანმა, მერაბიშვილმა და გოგორიშვილმა ჟვანიას მკვლელობა ერთად დაგეგმეს. „ამაში ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი. მილიონმა კაცმა რომ მითხრას ეს გადათქვიო, არ გადავთქვამ! სხვათაშორის კი მეუბნებოდნენ ნაძირალა მერაბიშვილი და დათა ახალაია, რად გინდა ამას რომ ამბობ, შენს შვილებს მტრებს რატომ უჩენო, მაგრამ ზურას ხსოვნა მავალდებულებს სიმართლე ვთქვა! დიახ, სანამ გარდაიცვლებოდა, 00:41 საათზე ზურაბ ჟვანიას ველაპარაკე, კაცი იყო კარგ ხასიათზე და მითხრა პრეზიდენტთან მივდივარ შეხვედრაზეო. ამის შემდეგ კაცი მოკვდა. სააკაშვილმა მოკლა და მერე მიიტანეს გვამი საბურთალოს ქუჩაზე“, – აცხადებს ლალი ანთია. მისივე თქმით, ჟვანიას არცერთი ორგანო არ დაუტოვეს, ყველაფერი ამოაცალეს, რათა ექსპერტიზა გაეყალბებინათ. „გაზით გაიგუდა კი არა ამ ყაჩაღებმა მოკლეს და ღმერთის და კანონის წინაშე ყველამ ერთად პასუხი უნდა აგოს. როგორც ზურა აწამეს სააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბარამიძე, მაჭავარიანი და გოგორიშვილი უნდა წამოაგო შამფურზე და ზუსტად ისე უნდა აწამო“,- აცხადებს ანთია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები