დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს მოუსმენენ

საფინანსო-საბიუჯეტო და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ.
ნოდარ ხადური დეპუტატებს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9-თვიან ანგარიშს წარუდგენს.
დღესვე კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატანი ცვლილების შესახებ იმსჯელებენ და „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო წინადადებას განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები