ლეონიდ კრავჩუკი რადას ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას სთავაზობს
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი დეპუტატებს უმაღლესი რადის რიგგარეშე სხდომის ჩატარებას სთავაზობს, – ამის სესახებ კრავჩუკმა “ТСН”- ს ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სხდომაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ასევე მთავრობის ფორმირების და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.