მიხეილ სააკაშვილის ოპერატორი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოპერატორი თამაზ შავშიშვილი მთავარ პროკურატურაში დაიბარეს, – ამის შესახებ “კვირას” თავად შავშიშვილმა განუცხადა. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა საქმეზე დაჰკითხავენ ოპერატორს.
“12-ზე ვარ დაბარებული გენპროკურატურაში. თემა არ ვიცი, არ დაუკონკრეტებიათ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დაიბარეს პრეზიდენტის დამლაგებელი, დაცვის ბიჭები ჩემი – როგორც ყოფილი ოპერატორის დაბარება არ არის გასაკვირი, ახლა შეკითხვებს ვერ ვუპასუხებ და აუცილებლად გამოვცხადდები პროკურატურაში“, – აცხადებს თამაზ შავშიშვილი “კვირასთან” საუბრისას.
“კვირასთვის“ ცნობილი გახდა, რომ უკვე დაიკითხა მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ოპერატორი ბესო ხურცილავა. საგამოძებო უწყებაში ის გასულ ხუთშაბათს არქივთან დაკავშირებით დაჰკითხეს. ხურცილავას დაკითხვა მთავარ პროკურატურაში 7 საათს გაგრძელდა.
“კვირა“ მთავარ პროკურატურასაც დაუკავშირდა, საგამოძიებო უწყებაში თამაზ შავშიშვილის დაბარების ფაქტს ადასტურებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები