მიხეილ სააკაშვილი: მე როგორც ნეპალელი შვილის მამა, ვაგრძელებ ამ ქვეყნის მოვლენებისთვის თვალყურის დევნებას

,,მე როგორც ნეპალელი შვილის მამა (ჩემი ნიკუშა დროებით ნეპალში ცხოვრობს) ვაგრძელებ ამ ქვეყნის მოვლენებისთვის თვალყურის დევნებას”,- ამის შესახებ პატიმარი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

,,ნეპალში მთავრობის დამხობას არეულობა სწორედ იმიტომ მოჰყვა რომ იქ ყველა (მათ შორის ოპოზიციური) პოლიტიკოსი დისკრედიტირებული იყო.

იგივე მიზეზს ისახავს აქ რუსული ბანდიტური სინდიკატი, რომელმაც ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს. საბედნიეროდ მათ ეს არ გამოუვიდათ. თვითონ კი არიან ბოლომდე დისკრედიტებული, მაგრამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც არ აჰყვნენ მათ თამაშს უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობენ ვიდრე ოდესმე. სწორედ ამიტომ დაიჭირეს ხაბე და სხვებიც.

ამიტომ აქ არანაირი პოსტრევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება. ჩვენ ვიცით როგორ ვიმოქმედოთ სწრაფად დემოკრატიის აღსადგენად და ყველანაირი პროვოკაციის გამოსარიცხად, მას შემდეგ რაც ქოცები მოშორდებიან”,- წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები