“ჩვენ აუცილებლად უნდა ავიმაღლოთ ხმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ე.წ. ხელშეკრულების თაობაზე”

              ჩვენ აუცილებლად უნდა ავიმაღლოთ ხმა რუსეთსა და აფხაზეთს შორის გასაფორმებელი ე.წ. ხელშეკრულების თაობაზე – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე – პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მინისტრი უარყოფითად აფასებს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. ხელშეკრულების გაფორმებას.
“ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს ძალიან სერიოზული საერთაშორისო კამპანია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ძალიან მწვავე განცხადება. ჩვენ აუცილებლად უნდა ავიმაღლოთ ხმა და მივაწვდინოთ ხმა ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტნიორებს იმის თაობაზე, რომ მოხდეს საერთაშორისო აზრის კონსოლიდაცია ამ კონკრეტული, მართლაცდა, სამწუხარო ფაქტის თაობაზე. ეს არის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, აბსოლუტურად მიუღებელი საერთაშორისო კანონმდებლობის თვალსაზრისით და ჩვენთვის ძალიან უარყოფითი აქტი, ვინაიდან მთლიანად ალოგიკურია, ამოვარდნილია ყველანაირი კონტექსტიდან, თუნდაც იმ ფონზე, რა ფონზეც ჩვენ გვაქვს დღეს რაღაცა პოზიტივები ვაჭრობაში და ტურიზმის მიმართულებით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები