ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო სიმპოზიუმი გახსნა

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ტელეკომუნიკაციების ინდიკატორების საერთაშორისო სიმპოზიუმი გახსნა.
    პრემიერის განცხადებით, აღნიშნული სექტორის განვითარება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
    ასევე პრემიერმა მთავრობის სახელით მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ინვესტორებს, საქართველოს მოსახლეობის სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესში.
    მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში 2015 წლის 17 ივნისამდე ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა განხორციელდება.
    სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა იმ პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველომ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარების კუთხით მიაღწია.
    “მართვის ელექტრონული სისტემების სხვადასხვა მრავალრიცხოვანი სერვისის დანერგვითა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენებით ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესის რეგისტრაციის, პერსონალური დოკუმენტების გაცემის პროცედურებსა და სხვადასხვა საზოგადოებრივ მომსახურებას სულ რაღაც 15-20 წუთი სჭირდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები