ალექსანდრე ჭიკაიძე დონორთა საკოორდინაციო კონფერენციას გახსნის

   შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ხვალ საზღვრის მართვის საკითხებთან დაკავშირებით დონორთა საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართება.
ღონისძიებას სასტუმრო “თბილისი მარიოტში” შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ზურაბ გამეზარდაშვილი, საქართველოში ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ელჩები და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები გახსნიან.
შსს-ს ცნობით, კონფერენციის მსვლელობისას მიმდინარე წელს სასაზღვრო პოლიციაში განხორციელებული საქმიანობები განიხილება და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტანდარტიზაციის, მოდერნიზაციისა და უნიფიკაციის ხუთწლიანი პროგრამა იქნება წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები