ზურაბ ხურციას თბილისში რამდენიმე წუთში გადმოასვენებენ

  უკრაინაში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს ზურაბ ხურციას სამშობლოში დღეს გადმოასვენეს, – ამის შესახებ „კვირას“ უკრაინაში საქართველოს ვიცე-კონსულმა თეიმურაზ კერესელიძემ განუცხადა. მისი თქმით, კიევი-თბილისის რეისი კიევის დროით თბილისის მიმართულებით 19:40 საათზე გამოფრინდა.
თვითმფინავი რამდენი წუთში თბილისის საერთაშიორისო აეროპორტში დაეშვება.
ზურაბ ხურცია კიევში 18 თებერვალს გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზამ გულის შეტევა დაადგინა. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ზურაბ ხურციას გარდაცვალების მიზეზი იშემიური დაავადება, გულის უკმარისობაა. ზურაბ ხურცია გარდაცვალებამდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში კიევში ცხოოვრობდა და ბიზნესით იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები