პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაულს ულოცავს (ვიდეო)

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო. ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის უცხოეთში და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული მიულოცა. გიორგი მარგველაშვილმა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევიდან 10 წელიც აღნიშნა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ სასულიერო თუ საერო პირს, ვინც წვლილი შეიტანა ამ მნიშვნელოვანი ძეგლის მშენებლობაში.
“მინდა მთელ საქართველოს მივულოცო გიორგობის დღესასწაული, მათ შორის იმ ქართველებს, რომლებიც დღესდღეობით არ იმყოფებიან საქართველოში, მათ, ვინც არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და განსაკუთრებით მათ, ვისაც დღეს უჭირს. ყველას ვულოცავ იმ წმინდანის დღეს, რომელიც ბოროტებაზე კეთილის გამარჯვების სიმბოლოა. მინდა ყველა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენთან სიკეთე გაიმარჯვებს, საქართველოს კიდევ უფრო გაძლიერდება და გამთლიანდება”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
საზეიმო წირვა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა. უწმინდესმა და უნტარესმა ქადაგებისას გიორგი მარგველაშვილს ანგელოზის დღე – გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას ოჯახთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრებოდნენ.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=iv-zG0gMuM8″ width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები