პრემიერი და პრეზიდენტი საკათედრო ტაძარში წირვას ესწრებიან

  სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვას ესწრება. პრემიერი ტაძარში მეუღლესთან ერთად მივიდა. სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვას უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს. წირვას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი  და თბილისის მერი დავით ნარმანიაც. ისინი სამებაში ოჯახებთან ერთად იმყოფებიან.
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.
წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმ. გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები