ლევან მამალაძე ემზარ კვიციანზე: ჩვენ ქართველები გმირებს ვანადგურებთ

არიან ერები, რომლებიც გმირებს იგონებენ, ჩვენ ქართველები გმირებს ვანადგურებთ, – ასე ეხმაურება ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე ემზარ კვიციანისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. მამალაძე მიიჩნევს, რომ კვიციანი თავდებით უნდა გათავისუფლდეს. ყოფილი გუბერნატორი საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს  სასამართლო გადაწყვეტილებას ვეტო დაადოს.
„ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირვებოდი ემზარ კვიციანთან დაკავშირებულ მოვლენებს და ქართული საზოგადოების დამოკიდებულებას ამ საკითხზე. დამებადა კითხვები და მოსაზრებები , რაც მინდა გაგიზიაროთ.
აუცილებლად მიმაჩნია ემზარ კვიციანი თავდებით სასწრაფოდ განთავისუფლებულ იქნეს პატიმრობიდან. მით უფრო ,რომ მასთან დაკავშირებული ყველა თემა პოლიტიკური ნიშნით არის ფორმირებული.
საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია დადებითი წვლილი შეიტანოს ამ საკითხში და ვეტო დაადოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ემზარ კვიციანისთვის 12 წლიანი პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით.
ყველა მნიშვნელოვანი საკითხების გარკვევის მიზნით შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია.
თვალნათლივ ჩანს შემდეგი საკითხების გარკვევის აუცილებლობა:
1. ემზარ კვიციანის პოლიტდევნილად ცნობის საკთხი ჯერ კიდევ 2011 წელს მოამზადა ჰელსინკის კავშირმა. როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა ქვეყნის სათავეში ეს სია გადაეცა პარლამენტის პოლიტპატიმარტა და დევნილტა კომისიის თავჯდომარეს ეკა ბესელიას. ბესელიამ ემზარი სიიდან ამოიღო საბუთების დაგვიანების მოტივით. ეხლა კი განაცხადა, რომ სასამათლოს გადასაწყვეტი საკითხიაო! რატომ ცრუობს ბესელია?
როგორც ავღნიშნე ყველა საბუთი დროულად იქნა ჩაბარებული, ხოლო სასამართლოში რა შევიდოდა ბესელიას გადასაწყვეტი არ იყო. ისიც ითქვა, რომ ეს სია მაღალ დონეზე იხილებოდა იქ ემზარის წინააღმდეგი რესპუბლიკელი ხიდაშელი და ალასანიას ჯგუფი გამოსულა. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პროტექციების საფუძველზე სიაში შევიდა და თავისუფლება მიიღო ისეთმა პირებმა, რომელთაც საერთო არ ქონიათ პოლიტიკასთან
ეს ყველაფერი დაზუსტებით ვიცი რაგდანაც მეც ჰელსინკის კავშირით მოვხვდი ამ სიაში , 18 პარლამენტარის ხელმოწერილი მოთხოვნით და გაურკვეველი მოტივით ამომიღეს სიიდან.
საგამოძიებო კომისიამ უნდა გაარკვიოს კვიციანის სიიდან ამოღების რეალური მოტივაცია, დაკითხოს ბესელია ხიდაშელი და სხვები. შესწავლილ იქნეს სიის შემადგენლობა და გამოვლინდეს ვისი პროტექციიტ დგებოდა სია.
2. კვიციანების ოჯახი და კოდორელები იცავდნენ კოდორის ხეობას,ეს იყო ერთადერთი ვარიანტი ამ ტერიტორიის შესანარჩუნებლად. რადგანაც კოდორი რუსი სამშვდობოების კონტროლის ზონაში შედიოდა, იქ ქართული შეიარაღებული შენაერთების ყოლა აკრძალული იყო. სამშვიდიბო ხელშეკრულების თანახმად ჩვენი ჯარის იქ გამოჩენა კოდორის დაკარგვას გამოიწვევდა. ამიტომ რაზმი “მონადირე” ადგილობრივებით დაკომპლექტდა და ქართულ გვარდიას დაექვემდებარა. ემზარის ხელმძღვანელობით ხდებოდა პროვოკაციების თავიდან არიდება ,რუსული დესანტის განდევნა და სტრატეგიული ტერიტორიის შენარჩუნება. სააკაშვილმა „მონადირის“ გაუქმებით, კოდორში ჯარისა და პოლიციის შეყვანით, ხეობა დაკარგვის წინაშე დააყენა. ამის წინააგმდეგ გამოვიდა ემზარი.
გაიხსენეთ ! კვიციანმა საჯაროდ გააფრთხილა ყველა, ეს კოდორის დაკარგვას გამოიწვევსო. მას ერთადერთი გზა დარჩა , არ დამორჩილებოდა ხელისუფლებას და საზოგადოების მხარდაჭერით შეეჩერებინა სააკაშვილის პროვოკაცია. ემზარს რომ სდომოდა ცეცხლს გაუხსნიდა იქ ასულ სამხედროებს, იქნებოდა დიდი მსხვერპლი, მან ეს არ გააკეტა. დაჭრილი პოლიციელები ეს მიშას პიარის შემადგენელი ნაწილი იყო, კვიციანების დევნის გასამართლებლად. სინამდვილეში ნაღმტყორცნს სამხედროები ისვრიან (კადრში ჩანს) და ტყვიაც უკნიდან მოხვედრიათ. ამაზე პასუხი ფირცხალავას უნდა მოეკითხოს. ემზარ კვიციანი სისხლიან დაპირისპირებას გაერიდა,სააკშვილმა ხეობაში ჯარი შეიყვანა, ნორა კვიციანი დაატუსაღა,შედეგად კი კოდორი დაკარგა.
საგამოძიებო კომისიამ უნდა დაკითხოს სააკაშვილი, ოქრუაშვილი, ალასანია და სხვები და გაირკვეს რატომ წავიდნენ აფხაზებთან 1994 წლის სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევაზე, რატომ შექმნეს კოდორის დაკარგვის იურიდიული საფუძვეილი იქ ჯარის შეყვანით,მოლაპარაკების გზით რატომ არ დაარეგულირეს ურთიერთობა კვიციანთან,რატომ დათმეს უბრძოლველად კოდორი და გადასცეს ამერიკული იარაღი რუსებს?!
3. რა გასაკვირია რომ ემზარ კვიციანი რუსთეთში აღმოჩნდა. სააკაშვილმა ის გასანადგურებლად გაიმეტა , რომ ყველას დასანახად ეზეიმა “კოდორი დავიბრუნე” და კვიცანები გავანადგურეო. ეს რუსეთსაც აწყობდა, რომ ემზარი გამოეყენებინა, ამიტომაც მისცეს საშუალება გადაადგილებისა“, – წერს ლევან მამალაძე და იქვე ემზარ კვიციანთან ერთად გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს.

10404186_1501723306777251_4339978162887799049_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები