“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები NDI-ს პრეზიდენტს შეხვდნენ

   “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერები ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე და ვიკტორ დოლიძე NDI-ის პრეზიდენტს კენეტ უოლაკს და NDI-ს საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს ლაურა ტორნტონს შეხვდნენ.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერების და NDI-ის ახალი ხელმძღვანელობის შეხვედრაზე მხარეებმა NDI-ის პროგრამებზე ისაუბრეს, რომელიც პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობებში განხორციელდება; მათ შორის, საუბარი შეეხო პარლამენტში ფრაქცია “თავისუფალ დემოკრატებთან” განსახორციელებელ კონკრეტულ პროექტებს.
შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერებმა დეტალურად გააცნეს NDI-ის წარმომადგენლობას პარტიის სამომავლო გეგმები. საუბარი შეეხო იმ სამოქმედო სტრატეგიას, რომლის განხორციელებასაც თავისუფალი დემოკრატების გუნდი პერსპექტივაში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები