ზაზა გაბედავა ირაკლი ფირცხალავას აფხაზეთის და რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებს

  მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი ზაზა გაბედავა პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ირაკლი ფირცხალავას აფხაზეთის და რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში ადანაშაულებს, – ამის შესახებ გაბედავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. ბიზნესმენის განცხადებით, ფირცხალავამ აფხაზეთის და რუსეთის სპეცსამსახურებს ემზარ კვიციანის და მისი თანამებრძოლების შესახებ ინფორმაცია გადასცა.
„მეგობრებო, ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, ირაკლი ფირცხალავა ეს არის ადამიანი, რომელმაც ემზარ კვიციანზე და სხვა მის თანამებრძოლებზე, აფხაზეთის და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა ინფორმაცია, რომ ემზარ კვიციანი და მისი თანამებრძოლები იბრძოდნენ აფხაზეთში რუსების წინააღმდეგ და იყვნენ რუსლან გელაევის თანამებრძოლები, 8 -გვერდიანი განცხადება არსებობს მისი ხელმოწერით და ეს განცხადება უახლოეს მომავალში დაიდება! ეს ადამიანი ძალიან კარგად თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან და ემზარ კვიციანს და მის თანამებრძოლებს სდებს ბრალს მოღალატეობაში!!! მისი ადგილი ციხეშია, ემზარ კვიციანი კი სასწრაფოდ უნდა გაანთავისუფლონ!!!“- წერს გაბედავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები