ეკა ბესელია: პატიმრის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

   მე მქონდა საუბარი სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელებთან და ვიცი, რომ პატიმრის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული და დადგინდება, რომ პატიმრების მიმართ ძალადობას ახორციელებდა, მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
“ამ ფაქტზე მოხდა სწრაფი რეაგირება. მე მქონდა საუბარი სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელმძღვანელებთან და ვიცი, რომ გამოძიება დაიწყო. ხელშეუხებელი, იცით, რომ არავინ არ არის. თუ ვინმემ ჩაიდინა დანაშაული და დადგინდება, რომ პატიმრების მიმართ ძალადობას ახორციელებდა, ვინც არ უნდა იყოს, თანამდებობის პირი თუ პასუხისმგებელი პირი, ბუნებრივია, მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. პატიმრების ცემა-წამება ეს არის წარსული, მაგრამ თუ ასეთი ცალკეული ფაქტები ახლაც იქნა დაფიქსირებული, მასზე გამოძიება სწრაფად უნდა წარიმართოს,” – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები