ირაკლი ღარიბაშვილმა ფოთში ახალი სატრანსპორტო ტერმინალი გახსნა

  100 ახალი სამუშაო ადგილი და სასაწყობო ინფრასტრუქტურა 4 ჰექტარზე – ფოთში ახალი სატრანსპორტო ტერმინალი გაიხსნა.
ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის წევრებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
პრემიეირს პრესსამსახურის ინფორმაციით, ტერმინალი „შაჰ-დენიზი-2“-ის ფარგლებში, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოებისთვის საჭირო მილებისა და დანადგარების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. პრემიერმა პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ქართულ-ამერიკულ სატრანსპორტო კომპანია ,,პეის ჯგუფს“ მისი განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „შაჰ-დენიზი-2“ საერთაშორისო მასშტაბის ინფრასტუქტურული პროექტია, რომელიც კიდევ უფრო მეტ გეოპოლოტიკურ დატვირთვას შესძენს, როგორც საქართველოს, ისე – მთლიანად კავკასიის რეგიონს.
„ეს პროექტი განიხილება, როგორც ახალი და ალტერნატიული სამხრეთის დერეფანი ევროპის ქვეყნებისთვის. დღეს საქართველოში არის ჯანსაღი და თავისუფალი გარემო ბიზნესის განვითარებისთვის, ხელსაყრელი პირობები ლოგისტიკური და გადამზიდავი კომპანიების ეფექტური ოპერირებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ მთავრობა ყველა დაინტერესებულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობისთვის მზად არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები