„ნაციონალები“ პარლამენტში რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით განცხადების შემოტანას გეგმავენ“

   „ნაციონალები“ პარლამენტში განცხადების შემოტანას აპირებენ. მათ სურთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის მსგავსად რუსეთს სანქციები დააკისროს“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გააკეთა.
გაჩეჩილაძის თქმით, ამ ქმედებით „ნაციონალები“ რუსეთის ინტერესებს ატარებენ და ამით სიტუაციას ძაბავენ რუსეთთან, რაც საქართველოს ჩრდილო მეზობელს საქართველოს მიმართ აგრესიის კიდევ ერთხელ განხორციელებისკენ უბიძგებს.
„ნაციონალების“ მიზანია, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე კიდევ უფრო გაამწვავონ სიტუაცია და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა იმ მდგომარეობაში გადაიყვანონ, რომ რუსეთს აგრესიის განხორციელების საშუალება მიეცეს. იმედია, საქართველოს ხელისუფლება რუსეთისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივ პროვოკაციას არ წამოეგება“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები