“Youtube”-ს ჰიტი – შიშველი გოგონას სხეულზე დახატული ჯინსები ყველას ნამდვილი ეგონა (ვიდეო)
ნიუ-იორკში საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს. აქციის მონაწილე გოგონა გააშიშვლეს და სხეულზე ჯინსები დაუხატეს. შემდგომ გოგონა ქუჩაში სასეირნოდ გამოვიდა, იმგზავრა მეტროთი , მოინახულა ნიუ-იორკის შოპინგ-ცენტრები . ექსპერიმენტის ავტორებს სურდათ გაეგოთ რა რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას გოგონას „ჯინსებზე“, თუმცა შედეგი წარმოუდგენელი აღმოჩდა – გოგონას სიშიშვლეს ვერავინ ამჩნევდა. ექსპერიმენტის დასასრულს მხოლოდ ერთმა ბიჭმა გაარკვია სინამდვილე და გოგონას ფოტოც გადაუღო. ვიდეო უსწრაფესად გახდა პოპულარული და 10 დღეზე ნაკლებ დროში მან „Youtube”-ზე 17 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=TadUMYgCGs8″ width=”560″ height=”315″]