ბრაზილიაში საუკეთესო უკანალის მქონე “მის ბუმბუმ 2014” გამოავლინეს (ვიდეო,ფოტოკოლაჟი) +18
ბრაზილიაში საუკეთესო უკანალის მქონე ქალბატონების გამოსავლენი ტრადიციული კონკურსი „Miss Bumbum 2014“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას წინასწარ შერჩეული 15 კანდიდატი იღებდა. ბრაზილიაში პრესტიჟული ამ კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული შტატ სანტა-კატარინას წარმომადგენელი ინდიანარა კარვალიო გახდა.
„რა თქმა უნდა, მსურდა გამარჯვება, თუმცა არ ველოდი, რომ გავიმარჯვებდი. ჩემთვის პატივია ამ ტიტულის მიღება, რადგან ამაზე ყველა ბრაზილიელი ქალი ოცნებობს“ – განაცხადა ინდიანარამ.
ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, გამარჯვებული ჯილდოს სახით 22 ათას დოლარს მიიღებს. როგორც წესი, კონკურსს „მის ბუმბუმის“ ფინალისტები შემდგომში სხვადასხვა სახის სარეკლამო კონტრაქტებს იღებენ და წარმატებული მოდელები ხდებიან.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=NNznN5kZVI0″ width=”560″ height=”315″]