შსს-მ სამინისტრომ 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია გამართა

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2014 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირები, მთავრობის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
სტრატეგია შსს-ს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ბერაიამ წარადგინა. შს სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, 2014 წელს გაგრძელდება სამინისტროს სისტემის რეფორმა, შენარჩუნდება დეპოლიტიზების აღებული კურსი, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადამიანის უფლებების დაცვას, გაიზრდება ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხარისხი, დაიხვეწება საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმები, დამკვიდრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი, გაუმჯობესდება გენდერული ბალანსი, გაგრძელდება სამართალშემოქმედებითი საქმიანობა.
“სამინისტროსთვის პრიორიტეტული მიმართულებებია საზოგადოებრივი მართლწესრიგისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დროებითი მოთავსების იზოლატორების ფუნქციონირების გაუმჯობესება, სასაზღვრო უსაფრთხოება, მიგრაციული პროცესების ეფექტიანი მართვა, საგანგებო სიტუაციების ეფექტიანი მართვა და საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის რეფორმა, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული პოლიტიკის განვითარება, ტერორიზმის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ნარკომანიის, კორუფციის, ტრეფიკინგისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. თანაბრად მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, შსს-ს აკადემიის შესაძლებლობების განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება“,-აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები