რუსეთში, ნიჟეგოროდის ოლქში, კერძო ვერტმფრენი ჩამოვარდა, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რეგიონალური განყოფილების შეტყობინებაშია ნათქვამი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი.
რეგიონის სამართალდამცავების ინფორმაციით, ვერტმფრენი ერთ-ერთმა ოჯახმა მოსკოვიდან იქირავა. მგზავრები ნიჟნი ნოვგოროდში მიფრინავდნენ. ბორტზე პილოტი და 4 მგზავრი, მათ შორის 1 ბავშვი იმყოფებოდა.
რუსული პრესის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, ცუდი ამინდი გახდა.