“ახალციხის მელიორაციის” დირექტორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით ააიპ „ახალციხის მელიორაციის” დირექტორი, ზურაბ ბაიდაური დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-ცენტრის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოსახლეობის მიერ გადახდილი სარწყავი წყლის საფასური, 33 070 ლარი, ნაცვლად იმისა, რომ მიემართა „ახალციხის მელორაციის“ საბანკო ანგარიშზე, თავად, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.
გარდა ამისა, ბაიდაური დოკუმენტებში ასახავდა, რომ „ახალციხის მელორაციის“ თანამშრომლებზე ხელფასები გეგმის მიხედვით იყო გაცემული, რეალურად კი დასაქმებულებზე არანაირი ანაზღაურება არ გაცემულა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება 182-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები