დემეტრე გამსახურდიამ, საფორტეპიანო კომპოზიციით, დადიანების სასახლეში გამოფენა – „რეტროსპექტივა ფერწერაში“ გახსნა
დღეს, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში კომპოზიტორმა დემეტრე გამსახურდიამ უახლესი საფორტეპიანო კომპოზიცია „ნეტარი არსებითობა“ შეასრულა.
დადიანების სასახლის ინფორმაციით, ამ კომპოზიციით მან გახსნა გამოფენა – „რეტროსპექტივა ფერწერაში“.
გამოფენა 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.