„ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით გიორგი სიხარულიძის ფილმს – „პანოპტიკონს“ წარადგენს
2026 წელს „ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით გიორგი სიხარულიძის ფილმს – „პანოპტიკონს“ წარადგენს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, 16 სექტემბერს ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, სპეციალური კომისიის წევრების მიერ ფარული კენჭისყრის საფუძველზე გამარჯვებული ფილმი გამოვლინდა.
კინოცენტრის ორგანიზებით გამართულ კონკურსში საპროდიუსერო კომპანიებისგან წარდგენილი იყო ორი ფილმი:
„ტერცო მონდო“ (რეჟ. მერაბ კოკოჩაშვილი);
„პანოპტიკონი“ (რეჟ. გიორგი სიხარულიძე).
სპეციალური კომისია, რომელმაც საქართველოდან „ოსკარზე“ წარსადგენი ფილმი შეარჩია, დარგის ექვსი პროფესიონალისგან შედგებოდა.