„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, გიორგი პაპავამ კომპანიის 20 წლის სტაჟის მქონე თანამშრომელს, თამარ გელენიძეს 70 წლის იუბილე მიულოცა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, გიორგი პაპავამ კომპანიის 20 წლის სტაჟის მქონე თანამშრომელს, თამარ გელენიძეს 70 წლის იუბილე მიულოცა.

„თამარ გელენიძე „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების სამსახურში ერთ-ერთი გამორჩეული და დამსახურებული თანამშრომელია, რომელიც 20 წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ემსახურება ჩვენს ქალაქს. ქალბატონ თამარს ვულოცავ დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ! თითოეულ ჩვენს თანამშრომელს, დედაქალაქის მოსახლეობას საუკეთესო სურვილებით ვულოცავ თბილისობას! ასეთი ადამიანების თავდაუზოგავი შრომა განაპირობებს, რომ ჩვენი ქალაქი ყოველთვის მოწესრიგებული და ლამაზია“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

“თამარ გელენიძე „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტში, ისან-სამგორის რაიონულ სამსახურში მთავარ სპეციალისტად მუშაობს და მის კომპეტენციაში დოკუმენტების დამუშავება, ტექნიკური აღრიცხვა შედის”, – აღნიშნულია “თბილსერვის ჯგუფის” ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები