ნოდარ თოფურიას მხატვრული მემკვიდრეობის გამოფენა და წიგნის წარდგენა გაიმართება
25 სექტემბერს, 12:00 საათზე, „არტ გალერეა ნობლესი“ ნოდარ თოფურიას მხატვრული მემკვიდრეობის გამოფენასა და წიგნის წარდგენას უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წიგნის ავტორია დავით ანდრიაძე; დიზაინი: ბესიკ დანელია; ფოტო – ლევან ჩხატარაშვილი.
პროექტის ავტორები – ნინი ლაბაძე, ნინუცა რამინიშვილი, თათული ფარქოსაძე.
გამოფენა 15 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პროექტის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო.