ახმეტის მუნიციპალიტეტში საკუთარ ავტომობილში 45 წლამდე მამაკაცი დაიწვა
ახმეტის მუნიციპალიტეტში საკუთარ ავტომობილში 45 წლამდე მამაკაცი დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გაზის მილს შეეჯახა და აფეთქდა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზევე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.