“საშიში ამინდის პირობები უკან მოვიტოვეთ და საქართველოში მზიანი დღეები იწყება” – მეტეოროლოგი

“საშიში ამინდის პირობები უკან მოვიტოვეთ და საქართველოში მზიანი დღეები იწყება”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მომდევნო 3 დღის განმავლობაში მშრალი და თბილი ამინდია მოსალოდნელი ყველგან და დღისით საგრძნობლად დათბება, განსაკუთრებით სანაპირო კურორტებზე +26 გრადუსამდე, დასავლეთის დაბლობზე +28, ხოლო აღმოსავლეთის ბარში +24 გრადუსი დაფიქსირდება.

ზღვაც დამშვიდდება და მდინარეები თავის კალაპოტს დაუბრუნდება.

არ არსებობს დაუსრულებელი უამინდობა, გისურვებთ ხშირ ღიმილს”, – წერს მეტეოროლოგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები