გიორგი კეკელიძე „კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს“ საკვირაო სკოლის ბავშვებს შეხვდა

სტამბოლში, „კონსტანტინოპოლის ქართულ სამრევლოს“ მწერალი გიორგი კეკელიძე ესტუმრა და შეხვედრა გამართა მრევლთან.
„დღეს ჩვენს სამრევლოს ესტუმრა გიორგი კეკელიძე, რომელიც შეხვდა ჩვენი ქართული საკვირაო სკოლის ბავშვებს და გამართა შეხვედრა მრევლთან, თემაზე  – „წიგნი და თავისუფლება“.
სიხარულით გიზიარებთ, რომ გიორგი კეკელიძის შუამდგომლობითა და LIB.GE-ს ხელშეწყობით, ჩვენი საკვირაო სკოლის 15 მოსწავლე ჩაერთვება ონლაინ სწავლების პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს ქართული ენა – ლიტერატურის, ისტორიის, წერა-კითხვის, ზღაპრებისა და ინგლისურის გაკვეთილებს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კეკელიძე „კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს მეგობართა საზოგადოების“  საპატიო მეგობარია“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები