კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის ხსოვნის საღამო
21 თებერვალს კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის გარდაცვალებიდან 25 წელი გავა. ამ თარიღთან დაკავშირებით ამ დღეს, 17 საათზე კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი კამერული მუსიკის საღამო გაიმართება. საღამოში საკონცერტო ნომრებით მონაწილეობენ: კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. საღამოს მუსიკისმცოდნე დოდო გოგუა გაუძღვება. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან მისი მეგობრები: ვასო კიკნაძე, ნოდარ გურაბანიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გიზო ჟორდანია, ნანა დიმიტრიადი, გულბათ ტორაძე, დოდო ცინცაძე, რომლებიც გაიხსენებენ მას. ოთარ თაქთაქიშვილი იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, საქართველოს კულტურის მინისტრი. მან მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა.