საქალაქო სასამართლოში კეზერაშვილ – ნინუას სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის ალექსანდრე ნინუას სასამართლო პროცესი გაიმართება.
დაცვის მხარის განცხადებით, ისინი ალექსანდრე ნინუას გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას 2008 წელს სახელმწიფო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ედავება. პროცესი საქალაქო სასამართლოში 12 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები