ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე ფილმის ჩვენება გაიმართება

25 ნოემბერს Frontline Georgia-ში ფილმის „ანტონი აქ არის“ ჩვენება გაიმართება.
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კოალიცია აწყობს კინოჩვენებათა სერიას ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე. ამ სერიის ფარგლებში, პირველ ფილმს, „ანტონი აქ არის“ უჩვენებენ.
ფილმი მოგვითხრობს ანტონ ხარიტონოვის ცხოვრებაზე. ანტონს აუტიზმი აქვს. მისი ცხოვრება ერთი ტიპური ქალაქის განაპირას მდებარე ბინასა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ერთფეროვნად მიდის. ყველაფერი რადიკალურად იცვლება, როდესაც მის დედას, რიტას, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზს უსვამენ. ანტონს შესაძლოა, მთელი ცხოვრების გატარება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოუწიოს. ამ ეტაპზე იგი ხვდება ფილმის ავტორს, ლუბოვ არკუსს, რომელიც ანტონზე ფილმის გადაღებას იწყებს. რეჟისორი ანტონთან ერთად მალევე ხდება ფილმის გმირი. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ ეხმარება ერთი ადამიანი მეორეს და როგორ პოულობს საკუთარ თავს მასში.
ლუბოვ არკუსი ფილმზე ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა. ფილმის პრემიერა 2012 წელს შედგა. ფილმმა ვენეციური ფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში იტალიელი ინტერნეტკრიტიკოსების პრიზი „ვერცხლისფერი თაგვი“ დაიმსახურა. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. მოწვეული სტუმრები არიან: ნინო დარსაველიძე (საქართველოს აუტიზმის საზოგადოება); ქეთი დევდარიანი, სცენარისტი; მოდერატორი: თიკო ნაჭყებია (GIPA).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები