პრეზიდენტმა 121 პატიმარი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 121 პატიმარი შეიწყალა, რომელთაგან სამი ქალი და სამი არასრულწლოვანია,- ამის შესახებ განცხადება შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გააკეთა. შეწყალებულთაგან 93 მსჯავრდებული დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას, 28 მათგანს სასჯელი შეუმცირდება.
შეწყალების კომისია 14-15 ნოემბერს შეიკრიბა. კომისიაში სულ 752 განაცხადი იყო შესული, თუმცა კომისიამ არსებითად მხოლოდ 350 საქმე განიხილა, რადგან დანარჩენი განაცხადები არსებითი განხილვისთვის საჭირო კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა. განხილული საქმეებიდან პრეზიდენტს რეკომენდაციის სახით 121 საქმე გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები