აშშ-მა სამი პატიმარი საქართველოში გამოაგზავნა

აშშ-ის ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმარი საქართველოში გამოაგზავნა. “ნიუ იორკ თაიმსი” ცნობით, “გუანტანამოს” ციხე ოთხმა იემენელმა დატოვა, რომელთაგან სამი იემენელი პატიმარი საქართველოში იქნა გამოგზავნილი.
საპატიმრო კიდევ ერთმა ტუნისელმა დატოვა, რომელიც სლოვაკეთში ერთ იემენელთან ერთად გაიგზავნა.
“ძალიან მოხარულები ვართ, ჩვენი პარტნიორების მიერ გამოხატული ამ ჰუმანური ჟესტით. ჩვენ ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენი მეგობრებისა და მოკავშირეებისგან ვიღებთ”, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კლიფ სლოანმა.
აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2010 წელს გუანტანამოს ციხიდან საქართველოში სამი პატიმარი იქნა გამოგზავნილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები